ეროვნული ვალუტის კურსი და სხვა საკითხები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრაზე
17-03-2016, 00:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატთან, კობა გვენეტაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბრის ძირითადი თემა ეროვნული ვალუტის კურსი და ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები იყო.



მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კობა გვენეტაძეს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე.

 


შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგია და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის საკითხები. ისაუბრეს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა. კანდიდატურა პრეზიდენტს უკვე წარედგინა.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი