"აუდიტორია N115"-ის წევრების ინფორმაციით, თუ მათი მოთხოვნები 16 აპრილამდე არ დაკმაყოფილდება, ისინი საერთო სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ. ამის შესახებ თსუ-ს პირველის კორპუსის წინ გამართულ აქციაზე "აუდიტორია N115"-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ გვიან ღამით განაცხადა.
სტუდენტური მოძრაობის „აუდიტორია 115-ის“ წევრებმა თსუ პირველი კორპუსის დატოვების შემდეგ მანიფესტი #115 გაავრცელეს. მანიფესტის თანახმად, სტუდენტებისა და ლექტორებისგან შეიქმნება უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭო. სტუდენტები ითხოვენ აკადემიური საბჭოს დაშლას, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზებას; განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაციას. მათი თქმით, უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აკადემიური საბჭოს გარდა, უნდა შეეხოს რექტორისა და სენატის ინსტიტუტებს. ამასთან, სტუდენტები ითხოვენ საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ „ოდეერებისგან“. მანიფესტის თანახმად, უახლოეს დროში, შემუშავებული იქნება დეტალური ხელშეკრულება - კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და სტუდენტებს შორის. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმომადგენელი პირი მოძრაობიდან „აუდიტორია #115“. „აუდიტორია 115“-ის წევრების განცხადებით სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით დროებით წყვეტენ #115 აუდიტორიაში მუშაობას და მოუწოდეს კონტრ-დემონსტრაციის მონაწილეებს პატივი სცენ საგანმანათლებლო პროცესს.
მანიფესტში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ხელშეკრულების გაფორმება, სტუდენტები იტოვებენ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.