პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბოლო დროს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე და ინსტიტუტებზე გამოთქმულ ბრალდებებს და პოლიტიკურ განცხადებებს შეეხო და აღნიშნა, რომ "თითოეული სიტყვა გამოთქმული ამ ინსტიტუციების დისკრედიტაციის კუთხით, ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს".
"მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო, ბოლო დროს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაზე და ინსტიტუტებზე გამოთქმულ ბრალდებებს და პოლიტიკურ სპეკულაციებს. მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში დაიწყო უმნიშვნელოვანესი რეფორმები ამ კუთხით შსს-ში, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში, პროკურატურაში. სწორედ ამ რეფორმებისა და ამ ინსტიტუტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რამაც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი მოიტანა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ თითოეული სიტყვა გამოთქმული ამ ინსტიტუციების დისკრედიტაციის კუთხით ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს," განაცხადა კვირიკაშვილმა და დაამატა:
"ის, რომ რეფორმები არ დასრულებულა და ეს ინსტიტუციები კიდევ საჭიროებენ რეფორმებს, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ჩვენ აგდებით ვისაუბროთ ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციებზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები და გავაცნობიეროთ, რომ ეს დისკრედიტაცია, უპირველეს ყოვლისა, ასუსტებს სახელმწიფოს"
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.