თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა. ჯერჯერობით კი დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ დალუქული 115-ე აუდიტორია, რომელიც სტუდენტთა ერთი ნაწილის აქტიური შეკრებების ადგილი იყო, კვლავ არ გახსნილა.
თსუ-ს სტუდენტებმა რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციების შეწყვეტის გადაწყვეტილება წუხელ გვიან ღამით მიიღეს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.