ბრიტანელი ვარსკვლავი რობი უილიამსი შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის განცხადებით, საუბარი კონცერტების თბილისსა და ბათუმში გამართვას უკავშირდება.
"რობი უილიამსთან, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრ ვარსკვლავთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისსა და ბათუმში კონცერტების გასამართად (ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად). აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებებს", - წერს კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი პრემიერმა განაცხადა, რომ აპრილიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმაღლესი კლასის არტისტების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების სერიის განხორციელება იგეგმება.
„დღეს განვიხილავთ რესურსების გამოყოფას, რომელიც ტურიზმის წახალისებას ისახავს მიზნად. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერიის დაფინანსება, რომელიც გულისხმობს მსოფლიოს უმაღლესი კლასის არტისტების ჩამოყვანას საქართველოში და მათი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას,“ – აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.