პროგრამით, „აწარმოე საქართველოში“, ლანჩხუთისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში 2 ახალი ქარხანა აშენდება
17-03-2016, 02:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება, - წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში მინერალური პროდუქტებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხის გადამამუშავებელი ინოვაციური ქარხნის აშენების პროექტების დაფინანსება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწაზე, სწრაფად მზარდი ტყის სანერგე მეურნეობა გაშენდება, რაც 2,5 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს; ასევე, კომპანია გეგმავს ხის გადამამუშავებელი ინოვაციური ქარხნის აშენებას, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიებით და ეკოლოგიურად სუფთა დანამატებით აწარმოებს ხის გრანულებს.


„ეს ახალი სიტყვაა საქართველოს ეკონომიკაში და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ასევე, პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის ნაწილში გამოიკვეთა, ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში“.
ცვლილება გულისხმობს მინიმალური სესხის ზღვარის დაწევას ნახევარი მილიონი ლარიდან 200 ათას ლარამდე, ხოლო მაქსიმალური ზღვარის აწევას 2 მილიონ ლარამდე.


„წინასწარი ანალიზით გაირკვა, რომ თანხის მაქსიმალური ლიმიტი ვერ უზრუნველყოფდა ხარისხიანი სასტუმრო აშენებას რეგიონებში და ვფიქრობთ, ეს ცვლილება გაააქტიურებს პროგრამაში მონაწილეობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


სასტუმრო ქსელების განვითარების კომპონენტი მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ახდენს საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას, ბანკის მიერ მოთხოვნილი გირაოს 50%-ს ფარავს სახელმწიფო საკუთარი გარანტიით, ასევე, უზრუნველყოფს მიწის და ქონების გამოყოფას და საჭიროების შემთხვევაში უცხოელი ექსპერტების მოწვევას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი