აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ანაკლიის პორტის, სამთო კურორტების პროექტების კოორდინაციას სახელშეცვლილი დეპარტამენტი განახორციელებს
17-03-2016, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ადმინისტრაციაში მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტს სახელი გადაერქმევა და სხვა დატვირთვას შეიძენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისივე ინფორმაციით, სტრუქტურას დაერქმევა სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტი, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, მოახდენს უწყებების კოორდინაციას.


„დეპარტამენტი მოახდენს კოორდინაციას ისეთი სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში, როგორიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ანაკლიის პორტი. ასევე, სამთო კურორტების მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის კოხტა-მიტარბის კომპლექსის და გუდაურის სტრატეგიული განვითარება. დეპარტამენტი მოახდენს უწყებათა შორის კოორდინაციას. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ისეთი საკითხები გადასაჭრელი, რომელიც უწყებათაშორისი ხასიათისაა. ეს არის, მაგალითად, ქონების მართვის კუთხით მიწის გამოსყიდვის საკითხი, გარემოს დაცვის კუთხით პროცესების მაქსიმალურად ხელშეწყობა,“ – აღნიშნა პრემიერმა.


მისივე თქმით, სტრატეგიის ცვლილებაზე მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად მუშაობს.


„ამ სტრატეგიის ცვლილების უმნიშვნელოვანესი, განუყოფელი ნაწილი გახლავთ ადმინისტრირების მხრივ პროექტების დაჩქარება. სწორედ ეს დეპარტამენტი, რომელიც ახალი სტრუქტურა არ იქნება, მაგრამ თვისობრივად გარდაიქმნება, ხელს შეუწყობს ამ კუთხით უწყებათა შორის კოორდინაციას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი