პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ინფლაციის გათვალისწინებით, ინდექსაციის პირობებში მოხდება, რასაც ახალი, დაგროვებითი კომპონენტი დაემატება, - საპენსიო სისტემის შექმნის კუთხით განხორციელებული სამუშაოსა და საპენსიო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მოისმენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით და მასში ჩართულია ყველა დაინტერესებული უწყება, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.
„ეს სისტემა გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას, იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში და ახალი დამატებითი დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩაირთვება. მანამდე ჩვენ გვექნება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გაწერილი გეგმა.საუბარია დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებულ დაგროვებით სისტემაზე, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის სოციალური უზრუნველყოფის იმ დონეს შექმნის, რაც გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სისტემა არსებული საბაზისო სისტემის გაუქმებას არ გულისხმობს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არსებული საბაზისო საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად და საბაზისო სისტემით გათვალისწინებული პენსიების ინდექსირება ინფლაციის კვალდაკვალ მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.