საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კობა გვენეტაძე დანიშნა. გიორგი მარგველაშვილმა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი დაიცავს იმ პოზიციას, რომლის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სჭირდება.
პრეზიდენტის თქმით, მან გვენეტაძისგან ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
"დღეს დავნიშნეთ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე სრულიად დემოკრატიული, ღია პროცესით შევარჩიეთ, ასევე, თანამშრომლობით კოალიციასთან. მან მოიპოვა ხმები პარლამენტში და ბოლოს პრეზიდენტობის კანდიდატად იქნა წარმოდგენილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თავის მხრივ, კობა გვენეტაძემ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.