"გუდვილში" ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანების გამო ადგილზე სახანძრო ბრიგადები ჯერ კიდევ მუშაობენ. ჰიპერმარკეტთან ამ დრომდე რჩება პოლიცია.
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ჰიპერმარკეტ "გუდვილში" ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთ პირს ინტოქსიკაცია აღენიშნება, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობს. მეორე მოქალაქეს კი სხეულზე დაზიანებები და ტრავმა აქვს მიყენებული. იგი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ქირურგიის ინსტიტუტში გადაიყვანეს.
"გუდვილის" თანამშრომლების განცხადებით, დაახლოებით 12.00 საათისთვის შენობაში სინათლე ჩაქრა, რის შემდეგაც მალევე შენობაში ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის შვიდი ბრიგადა მუშაობდა. შენობიდან განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის თქმით, ხანძარი "გუდვილის" შენობის ცენტრალურ ნაწილში, სიღრმეში. მისი გამომწვევი მიზეზები კი მათთვის უცნობია. ცეცხლი დაახლოებით 450-500 კვ.მ ფართობზე გავრცელდა და მოიცვა საკონდიტრო მაღაზია და გადახურვის ნაწილი. ელექსტროსადენების მეშვეობით ხანძარი სახურავზეც გავრცელდა. ადგილზე 18 სახანძრო ბრიგადა და მაშველები მუშაობდნენ.
გელაშვილის განცხადებით, დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა. მისი ინფორმაციით, გუდვილის მომსახურე პერსონალიდან არავინ დაშავებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.