ღარიბაშვილი მარნეულის მოვლენებს აფასებს და ხელს "ნაციონალური მოძრაობისაკენ" იშვერს
13-06-2014, 08:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მარნეულში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატ მერაბ თოფჩიშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით , ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ რაიონში "ძალიან სახიფათო თამაშის" წამოწყების საშუალება არ მისცა.

 


როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კოალიციის პოლიტსაბჭოზე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნული მიანიშნებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება" ქმნის მაღალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში.

 

 

"ის, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუშინ გადავწყვიტეთ არის უპრეცედენტო. ვერავინ დაგვისახელებს ერთ მაგალითს მაინც, როცა ხელისუფლებამ მოხსნა საკუთარი კანდიდატი მაშინ, როცა მისი გამარჯვება იყო გარდაუვალი - რეალურად ჩვენ ვართ უალტერნატივო პოლიტიკური ძალა და ჩვენი კანდიდატებიც აბსოლუტურად სწორად იყვნენ შერჩეული. მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქმედებით პოლიტიკურ ოპონენტებს და პირველ რიგში "ნაციონალურ მოძრაობას" არ მივეცით საშუალება ძალიან სახიფათო თამაში წამოეწყო ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში და კონკრეტულად აღნიშნულ რაიონში - მარნეულში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერის თქმით, რეალობა აჩვენებდა, რომ მარნეულში პროვოკაციის მაღალი რისკი არსებობდა.

 


"მე ბოლო პერიოდში თვალს ვადევნებდი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს და რეალობამ მიგვანიშნა, რომ არსებობდა პროვოკაციების მაღალი რისკი და ჩვენ არ მივეცით "ნაციონალურ მოძრაობას" ხელახალი პროვოკაციების მიზეზი. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ ჩვენს კანდიდატს, რომ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა დანარჩენი ორი კანდიდატის სასარგებლოდ. ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით მაღალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში", - ღარიბაშვილმა.

 

 

თუმცა დღეს ცესკო-ს წარმომადგენელმა განაცახდა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიციის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი კანდიდატად მაინც რჩება. როგორც ცესკოში განმარტავენ, კანდიდატურის მოხსნის ვადები ამოწურულია, ბიულეტენების ბეჭდვა დაწყებულია და ცვლილებები ამ ეტაპზე შეუძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიულეტენებში თოფჩიშვილის გვარი მაინც იქნება შეტანილი.

 


თავად "ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს და კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება მერაბ თოფჩიშვილმა მარნეულში, საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას დღეს გააკეთა.

 


თოფჩიშვილის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მან კანდიდატურა მოხსნა, რაც სიმართლეს არ შეეფერება და წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი