ინგა გრიგოლია: მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და წუწუნს, რომ თურმე რა დღეში ვარ და როგორ მემუქრებიან
17-03-2016, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და წუწუნს, რომ თურმე რა დღეში ვარ და როგორ მემუქრებიან, მე გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ გამოძიებას დავეხმარო, - ეს განცხადება ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ  პროკურატურაში დაკითხვამდე გააკეთა.


"მე მაქვს მოლოდინი, რომ დაიდება ეს კადრები. მე მართლა არ მეშინია ამ შანტაჟის და იცით, რატომ გავხსენი ეს თემა? მე რომ დღეს ხმა არ ამომეღო და შეშინებული ჩირგვებში და სახლში რომ შევმალულიყავი, მაშინ მთელი ცხოვრება უნდა მეცხოვრა ამ შანტაჟით," თქვა გრიგოლიამ და დაამატა:


"მე ვარ 45 წლის და საკმაოდ დიდი ვარ ასეთი ტიპის ემოციებმა არ დამანგრიოს. ამას თუ ბოლო არ მოეღო, დაინგრევა ქვეყანა."


მისივე განცხადებით, დღეს შეუძლებელია იმაზე საუბარი თუ როდისაა გადაღებული ფარული ვიდეო კადრები.


"როდესაც ვსაუბრობ, რომ 2012 წლამდე მქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები, არ გამორიცხავს, რომ 2012 წლის მერე არ ჩაუწერიათ. სანამ არ დადებენ ამ კადრებს, არ ვიცი რაზეა საუბარი. როდესაც დაიდება კადრები, ასე ღიად ვიტყვი, თუ რა დროს არის გადაღებული და საერთაშორისო დონეზე სკანდალში გაეხვევა ის ხელისუფლება, რომლის დროსაც არის ჩაწერილი ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები," განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

 

კომენტარები: 1
#1   დავითი
      
გახვეული რომ არის ქალბატონო ინგა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში და რომ დაიდოს თქვენი კადრები მეორედ გაეხვევა?
17 მარტი 2016 08:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი