დავით ზალკალიანი: თუკი რუსეთს ჩვენთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას
17-03-2016, 05:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუკი ჩვენს მეზობელს ჩვენთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემის პრინციპს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ გუშინ პრაღაში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.


ზალკალიანმა აღნიშნა, რომ კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს და ამ კომენტარის პათოსს სრულად იზიარებს.

"მთელმა მსოფლიომ, ცივილიზებულმა სამყარომ და მსოფლიო თანამეგობრობამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველომ, დაწყებული 2012 წლიდან, გადადგა ძალიან სერიოზული, კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით. ყოველთვის, ამ ურთიერთობის ნორმალიზაციის კონტექსტში ჩვენ ვეფუძნებოდით უმთავრეს პრინციპს და ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა. ასე იქნება მომავალშიც.


თუკი ჩვენს მეზობელს ჩვენთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ ძირითად პრინციპს. ამ პრინციპისგან უკან დახევა არ იქნება, ისევე როგორც იმისგან, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული თავისი საგარეო ფაქტორი და ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ყველა მთავრობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების არჩეულია, პატივს სცემს ამ არჩევანს", - განაცხადა ზალკალიანმა და პრეზიდენტის იმ მოწოდების საპასუხოდ, რომ საქართველოს საელჩოებმა თარგმნონ კარასინის განცხადებები და მიაწოდონ  უცხო ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, განმარტა, რომ ქართული საგარეო უწყება პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის რეჟიმშია.


"ყველა ინფორმაცია, ყველა განცხადება, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში კეთდება, ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები არიან ინფორმირებული. ჩვენს პარტნიორებს საკუთარი წყაროებიც აქვთ. მათ აქვთ საელჩოები, რომელიც აკრედიტებულია საქართველოში და ბუნებრივია, ამ წყაროდანაც იღებენ ისინი ინფორმაციას. ამ თვალსაზრისით, რომ ჩვენი პარტნიორები ამის შესახებ არ არიან ინფორმირებული, ასე არ არის. ისინი როგორც ჩვენგან, ისევე საკუთარი საელჩოებიდან იღებენ ამომწურავ ინფორმაციას, როგორც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე იმაზე, თუ რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებაში," აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი