ანკარაში 13 მარტს განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფებამ "ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა" (TAK) აიღო.
BBC -ს ცნობით, ქურთი რადიკალები თურქეთს ფაშისტურ ქვეყანას უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ანკარაში ტერაქტის განხორციელება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქურთებით დასახლებულ რაიონებში თურქების თაოსნობით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე პასუხი იყო და იგი მიმართული იყო თურქეთის უშიშროების ძალების თანამშრომლების წინააღმდეგ.
მათი ცნობით, თუ ანკარა პოლიტიკას არ შეცვლის, დაჯგუფება ახალ თავდასხმებს განახორციელებს.
13 მარტს, საღამოს, თურქეთის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ოფიციალური მონაცემებით, 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 125 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 19 სერიოზულად.
გასულ თვეს სამხედრო ბადრაგზე თავდასხმისას ანკარაში 28 ადამიანი მოკვდა და ათეულობით დაიჭრა.
გასული თვის დაბომბვაზე პასუხისმგებლობა ქურთთა სამხედრო დაჯგუფებამ, "ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა" (TAK) აიღეს. მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის წარმოებული პოლიტიკისთვის სამაგიეროს მიზღვა იყო.
მიმდინარე წლის იანვარში, სტამბულში მომხდარმა აფეთქებამ კი 12 გერმანელი ტურისტი შეიწირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.