საქართველოს პრემიერ მინისტრმა საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩთან, პასკალ მონიესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს.
გიორგი კვირიკაშვილმა პასკალ მონიეს წარმატებები უსურვა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.