სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომას მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა. საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათი სატენდერო პირობების, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ იმსჯელეს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში გუბერნატორთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაგიკ კარსლიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი, ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე და სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები მონაწილეობდნენ.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2016 წელს სამცხე-ჯავახეთში 15 600 631 ლარის ღირებულების 38 პროექტი განხორციელდება.
პრიორიტეტების მიხედვით ესენია: გზების რეაბილიტაციის 30 პროექტი, რომლის ფარგლებშიც 2016 წელს დაიგება 42 კილომეტრამდე გზა; სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის 3 ობიექტი, რომლის საერთო სიგრძე შეადგენს 20,2 კილომეტრს; 2,9 კილომეტრი სიგრძის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ბაკურიანში;
გარდა ამისა, მიმდინარე წელს მხარის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების, ტროტუარების, სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება.

სამუშაო შეხვედრაზე, განიხილეს ის პრობლემატური საკითხებიც, რომელთა გადაწყვეტა არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში და მათი მოგვარება ცენტრალური უწყებების ჩართვას საჭიროებს.
აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა გასული წლის 17 დეკემბერს გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.