ფრანგი მილიარდერი მოჰედ ალტრადი საქართველოს ბიზნეს-გარემოს ეცნობა
17-03-2016, 10:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში 2015 წლის „მსოფლიოს წლის მეწარმე”, სამშენებლო ბიზნესში ერთ-ერთი ლიდერი ფრანგული კომპანია „ალტრად ჯგუფის“ დამფუძნებელი, მწერალი და ფრანგული ელიტური სარაგბო კლუბ “მონპელიეს“ პრეზიდენტი მოჰედ ალტრადი იმყოფება.


ფრანგ მილიარდერს, რომელიც თბილისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და EY საქართველოს მოწვევით ესტუმრა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ფრანგულ ინვესტიციებს მიესალმება. მოჰედ ალტრადი დაინტერესებულია საქართველოთი, ქვეყნის კულტურითა და ისტორიით.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მოჰედ ალტრადი ქართველი სტუდენტებისთვის მეწარმეობის სულისკვეთების თემაზე ლექციას წაიკითხავს.


„ალტრად ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, გასულ წელს 17 000 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 1,6 მილიარდი ევრო შეადგინა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას „ალტრად ჯგუფის“ წარმომადგენლები, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი