თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო" ფარგლებში, დასუფთავების აქცია გაიმართა და ბანერები წარწერით „სუფთა გარემო ჩვენი ღირსების საქმეა – ნუ დაანაგვიანებთ!" დაიდგა.
პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების” ინიციატივითა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
აქციაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენლები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.