მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად − სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში დაეხმარება. დავის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება არჩევანი − ისარგებლოს მედიაციით, თუ მიმართოს სასამართლოს და იქ დაიცვას საკუთრების უფლება.
„ჩვენ გვინდა, რომ მოქალაქეებმა არ იარონ სასამართლოებში მრავალი თვის განმავლობაში, სანამ დავა გადაწყდება, და რეფორმა მოქალაქეებს სთავაზობს იმას, რომ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისას საჯარო რეესტრმა, ასევე, პროაქტიულად ჩართოს ასეთ დავებში მედიატორები, ფიზიკური პირები ან მიმართოს სანოტარო მედიაციას და სანოტარო აქტი − მორიგების აქტი იქნება უკვე უფლების დარეგისტრირების საფუძველი“, - ამბობს თეა წულუკიანი.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.
„პროექტი, მინიმუმ, 2-წლიანი უნდა იყოს. ეს არის მინიმუმი ვადა იმისთვის, რომ სახელმწიფო და მოქალაქე გაერთიანდეს კერძო საკუთრებაში მიწების სწრაფად და უხარვეზოდ დარეგისტრირებისთვის. ამ პერიოდში მოქალაქეებისთვის დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზაცია საჯარო რეესტრის მიერ იქნება უფასო; ნოტარიუსის მიერ გარიგების თუ მორიგების აქტის დამოწმება და სანოტარო მედიაცია იქნება უფასო; მედიატორის მომსახურება, თუ ის ფიზიკური პირია, იქნება, ასევე, უფასო; მიწის ნაკვეთებზე ამ პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარებაც იქნება უფასო, რომელიც დღეს არცთუ ისე პატარა თანხა ღირს, და, ასევე, ფაქტების კონსტატაცია, რომელსაც საჯარო რეესტრი გამოიყენებს ადგილზე გასვლის გზით გარემოებების დამტკიცების დროს, იქნება, ასევე, უფასო“, - აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.