შსს-მ ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე ნავთობის უკანონოდ მისაკუთრების მიზნით დაწყებული მილის დაერთება აღკვეთა
18-03-2016, 00:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთის რაიონში პატრულირებისას, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 82-ე კილომეტრზე, წილკანის და მუხრანის მინდვრებთან ახლოს, ერთ-ერთ სარწყავ არხთან იპოვეს გენერატორი, შესადუღებელი აპარატი, ტომრები, მილები და სხვადასხვა ნივთი, რომლებიც საეჭვოდ მიიჩნიეს. ჩატარებული დეტალური დათვალიერების შედეგად, ნავთობსადენის მაგისტრალის მილთან ამოთხრილი ორმო აღმოაჩინეს, სადაც ნავთობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მილსადენზე უკანონოდ მილის დაერთება იყო დაწყებული. აღნიშნული ნივთები ნივთმტკიცებად ამოღებულია.


განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშომლებმა, შემდგომი რეაგირებისთვის საქმე მუხრანის რაიონულ პოლიციას გადასცეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.


როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მუდმივად პატრულირებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, უზრუნველყოფენ აღნიშნული ტერიტორიების დაცულობას და მოსახლეობის უსაფრთხოებას."

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი