გიორგი მღებრიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს, იუვალ ფუქსს შეხვდა
18-03-2016, 01:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს შეხვდა. შეხვედრაზე შს მინისტრმა ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და ახალი ინიციატივები გააცნო.

 

 

მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

 

 

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში ისრაელის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე, სამინისტროს რეფორმირების პროცესში ისრაელის პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს მნიშვნელოვან როლს.

 

 

ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა გიორგი მღებრიშვილს ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, გოლად ერდანის წერილი პირადად გადასცა და მისი სახელით, საქართველოს შს მინისტრი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი