ევროკავშირის ლიდერები მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით თურქეთისათვის წარსადგენ ერთობლივ წინადადებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ქსავიერ ბეტელის თქმით, ევროკავშირის ერთობლივ პოზიციას თურქეთს დღეს წარუდგენენ.
BBC -ს ცნობით, წინადადება თურქეთიდან საბერძნეთში გადასული ყველა მიგრანტის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ კი ევროკავშირმა თურქეთს შესაძლოა, ფინანსური დახმარება გაუწიოს ან შენგენის ქვეყნებში თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გააუქმოს.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ევროკავშირი საბერძნეთიდან თურქეთში ლტოლვილების დაბრუნების პროცესი რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს. "როიტერსის" ცნობით, მერკელმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები მიგრანტების დაცვის საკითხში.
ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, თურქეთში მიგრანტების დაბრუნება რთული განსახორციელებელი იქნება.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი, აჰმედ დავუთოღლუ კი აცხადებს, რომ ის არ შეეგუება თურქეთის "ღია ციხედ" გადაქცევას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ ამ პროცესში ის ვერ იძლევა გარანტიას, რომ "ბედნიერი შედეგი" ექნებათ.
2015 წლის იანვრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე თურქეთიდან მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.