საქართვერლოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.
"სენატორთან შეხვედრაზე განხილული იყო ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი საკითხები. აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების როლი და ასევე კონკრეტული ნაბიჯები, რაც საჭიროა ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით.
მინისტრმა სენატორს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო დროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელ საკითხებზე, რომელიც საქართველოში გაიმართება.
სენატორმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ინტერესების გატარების კუთხით"- აღნიშნულის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.