ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ნახევარ საათს, დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. პროცესის დახურვა პროკურატურამ მოითხოვა, ვინაიდან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა.
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე სულ 5 პირია ბრალდებული, აქედან ორს პატიმრობა უკვე შეეფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.