2016 წელს საქართველოდან ყატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ერთეული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხობრივად დაახლოებით მილიონ დოლარს შეადგენს.
„არაბული ქვეყნების დაინტერესება მზარდია და განპირობებულია საქართველოს, როგორც ეპიზოოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯით. ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს მონიტორინგსა და ცხოველთა ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის კეთილსაიმედოობას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მეცხოველეობის საექსპორტო პოტენციალის წახალისებისთვის ვეტერინარულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაციები სხვადასხვა დაავადებაზე; მიმდინარეობს წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო აცრები. დღეისათვის ვაქცინირებულია მილიონამდე წვრილფეხა ცხოველი. დაავადების პრევენციისთვის დამატებით შემოტანილია 700 ათასი ცალი მაღალი ხარისხის ვაქცინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.