"საქმის გარემოებების მიხედვით, არ არსებობს ინგა ჩატოიანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების საფუძველი" - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ინგა ჩატოიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, იგი დაეხმარა გამოძიებას ნივთიერი მტკიცებულებების ამოღებაში და აღმკვეთი ღონისძიების მიზნები მიღწეული იქნება გირაოს გამოყენების შემთხვევაში. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებული ინგა ჩატოიანის მიმართ გირაოს 5 ათასი ლარის ოდენობის შეფარდების შესახებ, ხოლო მეორე ბრალდებულ ნიკოლოზ ხაჭაპურიძის მიმართ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის გამართვის თარიღის დადგენის შესახებ. ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს სხვა საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა და განისაზღვრა მხოლოდ წინასამართლო სხდომის თარიღი მასთან მიმართებაში. ინგა ჩატოიანის მიმართ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა სრულად, შეეფარდა გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით", - განაცხადა კოტრიკაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.