„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ხვალინდელი მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. აქციის ფარგლებში, ისინი ფარულ მიყურადებას და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული-ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, ხვალინდენლი აქცია 13:00 საათზე ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყება.
"ჩვენ ხვალ ვიკრიბებით, რათა გავაპროტესტოთ ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა, პირველი ეს არის ეფექტური გამოძიების წარმოება და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, მეორე არის იმ კანონმდებლობის შეცვლა, რაც დღეს ხდება და სამართალდამცველებს აქვთ უფლება კონტროლის გარეშე უთვალთვალონ მოქალაქეებს და მესამე – დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონდარღვევებს, რათა დაუსჯელობის სინდრომი აღარ არსებობდეს", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
დღეს გახდა ცნობილი, ხვალ დაგეგმილ აქციას და კამპანიას "ეს შენ გეხება" უერთდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის პროფკავშირები, ქალთა მოძრაობა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ცენტრი და სხვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, ხვალინდელი აქცია გაიმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ თელავში, ზუგდიდში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" იურიდიული კონსტულატის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხვალინდელ აქციაში ცნობილი სახეები ჩაერთვებიან, მომღერლები, მსახიობები და დღეს მათი მიმართვებიც გავრცელდება.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა ასევე, რომ არასამთავრობოები დღეს მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით სხვადასხვა მეტროსადგურთან "ეს შენ გეხებას" ფლაერებს დაარიგებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.