ენგურზე ე.წ. გამშვები პუნქტების შემცირების გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელია - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
"კარგა ხანია, ამ საკითხით მიდიოდა სპეკულირება. ჩვენი ინფორმაციით, დღესდღეობით ადგილზე ვითარება არ შეცვლილა, თუმცა ეს ძალიან შემაშფოთებელია, თუ ის განხორციელდა. მომდევნო კვირას ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი გაიმართება და მე იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეულ გამოსავალს ვიპოვით და ასეთი შემზღუდავი ნორმა არ ამოქმედდება. აბსოლუტურად მიუღებელია, შემაშფოთებელია და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ განხორციელდეს და გამოსავალი კონსტრუქციულ რეჟიმში მოვძებნოთ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განცხადება გუშინ გაკეთდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.