"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები იგეგმება
18-03-2016, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები იგეგმება. საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრს უფლება ექნება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს - ეს არის ერთ-ერთი სიახლეა ცვლილებებს შორის.

 

 

ამავე ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა არა მისი წინამორბედის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს, არამედ წინამორბედის ვადის გასვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

 

პროექტით ასევე შემოთავაზებულია, რომ თუკი კანდიდატი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის თანამდებობაზე იყრის კენჭს, ხმების საჭირო რაოდენობას ვერ დააგროვებს, ასეთ შემთხვევაში, სამი დღის ვადაში, ახალი კანდიდატურა დასახელდება. ამასთან, პროექტის მიხედვით, კენჭისყრაში ხმის უფლებით ვერ ისარგებლებს კანდიდატი, რომელსაც თავად უყრიან კენჭს.

 

 

ასევე ზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის წესიც. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთაგან, პლენუმზე, ღია კენჭისყრით, ხუთი წლის ვადით აირჩევა. მდივნის კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებს, ხოლო მისი არჩევისათვის საკმარისი იქნება კენჭისყრაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა.

 

 

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდება იმ დროს, როდესაც ის საქმის განხილვაში მონაწილეობს, მხოლოდ ასეთი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიზნით, მას უფლებამოსილების ვადა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გაუგრძელდება. კანონპროექტის გათვალისწინებით, არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დაევალოს ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუ მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია სამ თვეზე ნაკლები.

 

 

ასევე, ცვლილებებით, ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში უფლებამოსილება გაგრძელებულ მოსამართლეს არ შეიძლება ეკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის ან საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა და იგი არ ღებულობს მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მუშაობაში, თუ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, ან მდივნის არჩევას ეხება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი