საქალაქო სასამართლო ინგა ჩატოიანის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
18-03-2016, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ფარული მასალების საქმეზე ბრალდებული ინგა ჩატოიანის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

 

 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის ბრალდებულების მიმართ. კერძოდ, სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულ ინგა ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ ნიკოლოზ ხ.-ს მიმართ, რომელსაც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი. მოცემულ საქმეზე, ორივე ბრალდებულის მიმართ წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 21 აპრილს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

 

ბრალდებულებს ბრალად ედებათ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, ჩადენილი ანგარებით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით.

 

 

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, სპეციფიკა და ბრალდებულის პიროვნება. კერძოდ, ინგა ჩ-ს ბრალად ედება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლების - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, რომელიც განხორციელდა ანგარებით. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მხრიდან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

 


აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში განჩინება საჩივრდება ერთჯერადად, მისი გამოცხადებიდან 48 საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი