ირაკლი ალასანია: როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, რუსეთთან დავიწყებთ იმ გეგმის განხორციელებას, რომელიც უკვე გვაქვს
18-03-2016, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სწორი დიპლომატიური სვლებით და სწორი სტრატეგიული ჩანაფიქრით უნდა გვქონდეს მოლაპარაკებები რუსეთთან. არავითარ შემთხვევაში არც საზოგადოება და არც ხელისუფლება არ უნდა ავყვეთ რუსეთის მხრიდან თითის ქნევას, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

 

 

"უნდა გავაგრძელოთ ძალიან ცივი გონებით, ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რომ გავიმყაროთ საერთაშორისო მხარდაჭერა, გაგრძელდეს არ აღიარების პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობაში ამან სააკაშვილის დროინდელ ისტერიკაში არ უნდა გადაგვაგდოს. ცივი გონებით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების უკვე სახალხო დიპლომატიურ და სავაჭრო დონეზე აღდგენა აფხაზებთან და ცხინვალის რეგიონის ოსურ მოსახლეობასთან", - განაცხადა ალასანიამ.

 

 

რაც შეეხება აბაშიე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის გაუქმების შესაძლებლობის საკითხს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მიიჩნევს, რომ მისი გაუქმება სიკეთეს არ მოიტანს.

 


"თავისუფალ დემოკრატებს" დიდი დიპლომატიური გამოცდილება მართლაც გვაქვს რუსეთთან და ამიტომ, როცა ხელისუფლებაში მოვალთ, განვახორციელებთ იმ გეგმას, რომელიც უკვე გვაქვს - გერმანიის მონაწილეობით რუსეთთან თანაბარუფლებიან პირობებში მოლაპარაკებების გაგრძელების", - აღნიშნა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ორი დღის წინათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ანტირუსულ რიტორიკაში დაადანაშაულა.

 

 

კომენტარები: 2
#2   Davit Tikaradze
      
ციტატა: ბიძინა ივანაშვილი
ირაკლი, ჩემზე ნაკლები სირი არც შენა ხარ, ოღონდ მე შვიდი მილიარდი მაინცა გაქვს და შენ რა გაქვს? ჩემი ... ! tongue wink

wink
21 მარტი 2016 01:50
#1   ბიძინა ივანაშვილი
      
ირაკლი, ჩემზე ნაკლები სირი არც შენა ხარ, ოღონდ მე შვიდი მილიარდი მაინცა გაქვს და შენ რა გაქვს? ჩემი ... ! tongue wink
18 მარტი 2016 15:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი