„პარტია "მემარცხენე ალიანსის" მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებამ სრულად დააკმაყოფილა და უმოკლეს დროში შესაძლებელი იქნება დღემდე დაურეგისტრირებელი მიწების უფასოდ დარეგისტრირება, - ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პარტია „მემარცხენე ალიანსის“ მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი მიწების უფასოდ დარეგისტრირებას, ხელისუფლების მიერ დაკმაყოფილებულ იქნა, რასაც გულითა და სულით ვულოცავთ სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ჩვენს იმ თანამოქალაქეებს, რომელთაც მრავალი წლის მანძილზე, ძვირადღირებული სერვისის გამო ფაქტიურ მფლობელობაში მქონე მიწა დაუკანონებელი ჰქონდათ, რაც მისი დაკარგვის მაღალი რისკის შემცველი იყო. აღნიშნული პრობლემის მოწესრიგების მიზნით პარტია „მემარცხენე ალიანსმა“ ხელისუფლებას მოუწოდა სრულად დაეფინანსებინა მიწის რეგისტრაციისთვის გასაღები ყველა ხარჯი.
გუშინ, ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა გააკეთა საგანგებო განცხადება, „მემარცხენე ალიანსის“ მიერ დასმული საკითხის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
მინისტრის განცხადებით უახლოეს მომოვალში საჯარო რეესტრი მოიპოვებს უფლებამოსილებას მთლიანად მოაწესრიგოს მიწის რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია, ცხადდება ხარვეზიანი დოკუმენტების ლეგალიზაცია, ასევე მოქალაქეებისათვის დოკუმენტაციის მოძიება-სისტემატიზაცია და მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ძვირადღირებული აღიარება გახდება უფასო“ - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.