ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კერძო სექტორს დანაზოგი დოლარში ჰქონდა და ახლა უწევთ მათი ლარში გადახურდავება. მისი თქმით, მოლოდინებს ჩვენს რეალობაში და ზოგადად ეკონომიკაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მოლოდინებზე ძალიან ბევრი რამ არის დამყარებული.
"ჩვენ გვქონდა დოლარიზაციის კოეფიციენტი ძალიან აწეული, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, კომპანიებმა ის დანაზოგები, რომლებიც მათ გააჩნდათ თავიანთ ანგარიშებზე ლარში, წინა წლის აგვისტოდან მოყოლებული, მათი გადახურდავება დაიწყეს უცხოურ ვალუტაში, დოლარში. ჩვენ ვუყურებდით ტრენდს, რომლის მიხედვითაც იზრდებოდა უცხოურ ვალუტაში აღნიშნული დანაზოგები. მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ გარდა იმ მაკროეკონომიკური პარამეტრებისა, რომელსაც რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ჰქვია და რომლის მიხედვითაც ჩვენი ვალუტა იყო 5-დან 7 პროცენტზე მეტად გაუფასურებული, ვიდრე შედარებითი ანალიზი აჩვენებდა, აქვე იყო ეს მოლოდინებიც, რომ კომპანიებმა და მოქალაქეებმა დოლარში დანაზოგები ზედმეტად გადაახურდავეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ახლა კერძო სექტორს დანახარჯები აქვს ლარში და შესაბამისად, მათ უწევთ ამ დოლარის უკან ლარში გადმოხურდავება.
"ჩვენ ეფექტურ კურსთან მიმართებაში ვიყავით გაუფასურებული, ახლა ვუბრუნდებით იმ ეკვილიბრიუმს, რომელიც უნდა გვქონდეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა და თავი შეიკავა იმაზე კომენტარისაგან, თუ რა ნიშნულამდე შეიძლება გამყარდეს ლარი.
"რეგიონში ვალუტა მყარდება, შესაბამისად, ყველაფერი ავტომატურად აისახება", - განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.