ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა კომახიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილების დაგება მიმდინარეობს.
ქობულეთის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მოეწყო სანიაღვრე სისტემები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებსა და ბორდიურებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 848 990 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს კომპანია „ნიუსთეიჯი“ აწარმოებს.
კომახიძის ქუჩაზე გასულ წელს წყლისა და კანალიზაციის ახალი სისტემები მოეწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 313 400 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.