დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ ლესელიძის ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ამ ეტაპისთვის ქუჩის დეკორატიული ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები და ბორდიურები. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს კომპანია „ნიუსთეიჯი“ აწარმოებს.
ჭავჭავაძის უბნის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში ლესელიძის ქუჩაზე გასულ წელს ახალი საკანალიზაციო სისტემა მოეწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.