ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი დეპუტატი, თენგიზ ხუბულოვი ზესტაფონიდან თბილისში გადმოჰყავთ. ავარიის შედეგად დაშავებული სამივე დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა, სამივე მათგანს ტვინის შერყევა აქვს მიღებული.
უმრავლესობის 3 დეპუტატი ცოტა ხნის წინათ ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.