ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი დეპუტატი, თემურ ფეიქრიშვილი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას ქუთაისიდან თბილისში გადმოჰყავს
18-03-2016, 12:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისი-ზესტაფონის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი დეპუტატი, თემურ ფეიქრიშვილი ქუთაისის რეფერალური საავადმყოფოდან სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. როგორც guardian.ge-ს ქუთაისის საავადმყოფოში განუცხადეს, ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დღეს საღამოს მომხდარი ავარიის შედეგად, საქართველოს პარლამენტის სამი წევრი - თემურ ფეიქრიშვილი, თემურ ხუბულური და მახირ დარზიევი დაშავდნენ. სამივე მათგანს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

 

 

ავარიის შედეგად დაშავებული სამივე დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა, სამივე მათგანს ტვინის შერყევა აქვს მიღებული.

 

 

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი