პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი, მისი 4-თვიანი მიმალვის შემდეგ, ბრიუსელში მძაფრი რეიდისას ფეხში დაჭრეს და დააპატიმრეს. ამის შესახებ BBC წერს.
ბელგიის პროკურატურის განცხადებით, მასთან ერთად დაკავებულია მე-2 ძებნილი მამაკაცი, მონირ აჰმედ ალააჯი. ოჯახის სამი წევრი, რომელთაც აბდესლამისთვის თავშესაფრის მიცემაში დასდეს ბრალი, ასევე დაკავებულია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ „რაც შეიძლება მალე“ მოელის აბდესლამის საფრანგეთისთვის გადაცემას.
მოლენბეკის რაიონში პოლიციის რეიდი მას შემდეგ განხორციელდა, რაც სამშაბათს ბრიუსელის სხვა რაიონში ჩატარებული ოპერაციის დროს ერთ-ერთ ბინაში აბდესლამის თითის ანაბეჭდები იპოვეს.
აბდესლამი 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში ჯიჰადისტების მიერ განხორციელებული თავდასხმების მთავარი ეჭვმიტანილია. აღნიშნულ ტერაქტებს პარიზში 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.