რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქში, როსტოვი დონზე სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ოფიციალური ცნობით, ბორტზე სულ მცირე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. როგორც Reuters-ი რუსეთის ოფიციოზზე დაყრდნობით წერს, ბორტზე მყოფი 61-ივე ადამიანი დაღუპულია.
"სამწუხაროდ, ყველა მათგანი დაღუპულია", განაცხადა რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორ იანუცენკომ. ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, კატასტროფისას დაღუპულთა უმეტესობა რუსები არიან.
FlyDubai -ის ბოინგი 738-800, რომელიც დუბაიდან მოფრინავდა, დაშვებისას, შაბათს, ადგილობრივი დროით 03:50 -სთზე, დასაფრენ ბილიკს ასცდა.
ჯერჯერობით არ არის დადგენილი რამ გამოიწვია თვითმფრინავის კატასტროფა, მაგრამ ავარიის ფაქტორად ცუდი ხილვადობა და ქარის მაღალი სიჩქარე სახელდება.

თვითმფრინავს უნდა მიეტოვებინა თავდაპირველი მცდელობა, დაშვებულიყო როსტოვში, მის დაგეგმილ დანიშნულების ადგილას, და კატასტროფა განიცადა მაშინ, როცა განმეორებით შეეცადა დაშვებას, ნათქვამია რუსეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს.
თვითმფრინავი აეროპორტის პერიმეტრზე, ასაფრენ-დასაფრენის ბილიკს დაახლოებით 250 მეტრის დაცილებით მიუახლოვდა, თუმცა დაშვებისას ასცდა მას.
აფეთქების ადგილას ცეცხლის ჩასაქრობად 100 მაშველი იყო მობილიზებული და ამ დროისთვის ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა.
როსტოვის აეროპორტი ამ დრომდე დაკეტილი რჩება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.