შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge უცვლელად გთავაზობთ.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, გაიჩხრიკა 1989 წ. დაბადებული დავით ჯ.-ს საცხოვრებელი სახლი.
გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. დავით ჯ. მოწმის სტატუსით გამოიკითხა.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოცემული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიება კავშირში არ არის რომელიმე მედიასაშუალებასთან. ოპერატიული ინფორმაცია შეეხებოდა კონკრეტულ შესაძლო დანაშაულს მედიასაშუალების წარმომადგენლის ოჯახის წევრთან დაკავშირებით.
შსს-ს მტკიცე პოზიციაა, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და უწყების რეაგირება მხოლოდ კანონის ჩარჩოებში ხორციელდება," ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.