საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება სალხინო - ლეცავე - ბალდას დამაკავშირებელ 6,5 კილომეტრიან გზას, რომელსაც რეაბილიტაცია 35 წელია არ ჩატარებია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გახსნა.
"გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მარტვილის მუნიციპალიტეტში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას, ვინაიდან, აღნიშნული გზა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და გამარტივდება სამი სოფლის მოსახლეობისთვის საავტომობილო მიმოსვლა. გზის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 1,704,877.70 ლარია. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და რეაბილიტირებულ გზაზე უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას," ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამშენებლო სამუშაოებზე, ჯამში, 70 ადამიანი დასაქმდება და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იქნება. გზის საფარის რეაბილიტაციის გარდა, ობიექტზე ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.