საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დონის როსტოვში მომხდარ ავიაკატასტროფას ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, დონის როსტოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. თანავუგრძნობ რუს ხალხს და გამძლეობას ვუსურვებ ამ განსაცდელის ჟამს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
დონის როსტოვში "ბოინგმა" დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 62 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 55 მგზავრი, დანარჩენი ეკიპაჟის წევრი იყო.
თვითმფრინავმა კატასტროფა მოსკოვის დროით 03:40 საათზე განიცადა. Fly Dubai-ის თვითმფრინავი რუსეთის მიმართულებით რეისს დუბაიდან ასრულდებდა.
დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა არიან უკრაინის, უზბეკეთისა და ინდოეთის მოქალაქეებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.