რუსეთში, დონის როსტოვში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, სპეციალისტები სამ ძირითად სავარაუდო მიზეზს ასახელებენ: ტექნიკური გაუმართაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობები და ეკიპაჟის შეცდომა.
ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპიკერმა, ვლადიმირ მარკინმა განაცხადა.
გავრცელებული ცნობით, კატასტროფის ადგილას ნაპოვნია ერთ-ერთი "შავი ყუთიც".
ავიაკატასტროფა დონის როსტოვში წუხელ მოხდა, შედეგად ბორტზე მყოფი 62 ადამიანი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.