ქობულეთის სასპორტო სკოლაში მინი ფეხბურთში ღია პირველობა გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ხუცუბნის სასპორტო სკოლის გუნდი გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები მესამე და საჩინოს საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ორგანიზატორებისაგან სიგელები, თასები და ფასიანი საჩურები გადაეცათ.
ტურნირი სასპორტო სკოლის ორგანიზებით, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.