ალექსი პეტრიაშვილი: ერთად უნდა დავამარცხოთ ის სიბინძურე, რომელიც უბრალო დანაშაულს სცდება
19-03-2016, 05:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოვედი, რომ გავაპროტესტო ის სიბინძურე, რომლის ტერორის მსხვერპლიც გახდა ჩვენი საზოგადოება და კონკრეტული ადამიანები, - ამის შესახებ კამპანია "ეს შენ გეხებას" აქციაზე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

 

 

"ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება და ამიტომაც ვისაც გვინდა ჩვენი ქვეყანა წავიდეს ევროპული გზით, იყოს ადამიანებს შორის ცივილური ურთიერთობა და არა საბჭოთა წუმპეში დარჩეს საზოგადოება, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხმა, ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ მიუხედავად პოლიტიკური მსოფმხედველობისა და დავამარცხოთ ის სიბინძურე, რომელიც უბრალო დანაშაულს სცდება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

 

კამპანია "ეს შენ გეხებას" აქცია-მსვლელობა ფილარმონიასთან დაიწყო. აქციის მონაწილეები კანცელარიის შენობისკენ მიემართებიან. ისინი აპროტესტებენ ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებას და მოითხოვენ, რომ მოხდეს იმ ადამიანების დასჯა, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გაავრცელა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი