თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა შეცდომით გაააქტიურა მაშინ, როდესაც შედარებით ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას იმყოფებოდა.
აფეთქება ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:55 საათზე მოხდა. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია 2 დაღუპულისა და 7 დაშავებულის შესახებ. თუმცა, ცნობილი ხდება, რომ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.