ირაკლი ღარიბაშვილი: თუ მეორე ტური გაიმართა, არც ეს იქნება ტრაგედია
15-06-2014, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური საჭირო არ უნდა გახდეს. ამის შესახებ მან დღეს, ვაკის #11 საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

 


"ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველა ქალაქში, რაიონსა და სოფელში ლიდერობს და მიმაჩნია, რომ მეორე ტური საჭირო არ უნდა გახდეს, თუმცა თუ მეორე ტური იქნება, არც ეს იქნება ტრაგედია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიული სახელმწიფო" - განაცხადა პრემიერმა.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი დროულად გამოსწორდება.

 


"აქტიურად მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სამართალდამცველი ორგანოები, რომ ხარვეზები დროულად აღმოიფხვრას" - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

დღეს პრემიერ-მინისტრი, ოჯახთან ერთად, ვაკის მე -11 საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი