გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს ხვდება
19-03-2016, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის ადმინისტრაციაში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება.

 

 

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, ასევე დეპუტატები ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, გია ვოლსკი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებიან.

 

 

"ჩვენ წარდგენილი გვაქვს წინადადებათა პაკეტი, რომელიც იწყება საარჩევნო სისტემით და მთავრდება ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვით, დანარჩენს უკვე გვაჩვენებს სამუშაო ჯგუფის სიტუაცია. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებას უკვე აქვს თვისი ნება გაცხადებული, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ სამუშაო ჯგუფი იმიტომ იქმნება, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ, ხელისუფლებამ თავის მხრივ გარკვეული კომპრომისული ნაბიჯები გადადგას, რათა მოვხსნათ კითხვის ნიშნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ერთგავარად ვუპასუხოთ ვენეციის კომისიის იმ ერთგვარად უარყოფით დასკვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიდო", - განაცხადა კაციტაძემ.

 

 

"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, რომ დღეს დაზუსტდება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან.

 


"მთავარია, რომ სამუშაო ჯგუფში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან", - განაცხადა ძიძიგურმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი