საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 23 მარტს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართება, - სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის თარიღსა და სამუშაო პროცესის ვადებზე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ინტერპარტიული ჯგუფიდან სამუშაო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მამუკა კაციტაძე, ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ახვლედიანი და გოჩა თევდორაძე, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობიდან, დეპუტატები - გია ჟორჟოლიანი, გიგა ბუკია, პაატა კიკნაველიძე, ნოდარ ებანოიძე და შალვა კიკნაველიძე. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩაერთვება მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე, რომელიც პროცესის მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მუდმივ ინფორმირებას უზრუნველყოფს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები აღჭურვილნი იქნებიან გადაწყვეტილებების მიღების მანდატით და სამუშაო პროცესი, სავარაუდოდ, აპრილში დასრულდება.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს უკვე შემუშავებული აქვთ გარკვეულ წინადადებათა პაკეტი, რომლის განხილვა სამუშაო ჯგუფის პირველსავე სხდომაზე დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.