ჯერჯერობით საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიდის – განუცხადა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
"ჩვენ ვაფასებთ ამ შესაძლებლობას, რომელიც ერთობლივი მისიის ფარგლებში გვაქვს ამერიკის, ჰოლანდიის და ბრიტანეთის საელჩოებს ქვეყნის მასშტაბით. განაწილებულია ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც მიმდინარე პროცესს თვალყურს ადევნებენ. ამ ჯგუფებისგან ვიღებთ ინფორმაციას და ჯერჯერობით მიღებული ინფორმაციით, პროცესი ნორმალურად მიდის. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორგანიზებამ, რომელიც ვიხილეთ უბნებზე, სადაც ვიმყოფებოდით. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ არჩევნები ორგანიზებულად წარიმართოს", – განაცხადა ნორლანდმა.
რიჩარდ ნორლანდი, ორხევში ბრიტანელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.